logo
ENG



შსს: ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის "კეკო", "მაჩიტა", "ბაბუცა" და კიდევ 3 პირი დავაკავეთ

16 თებ 202411:42
3 წუთის საკითხავი
 

შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის შიდა ქართლში 6 პირი დააკავეს.

"დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად კეკო), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად მაჩიტა), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად ბაბუცა). ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი", - წერს უწყება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ორ ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა კონფლიქტის მოგვარება "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგად ბრალდებულებს შორის "ქურდული გარჩევა" მოეწყო.

"პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

close დახურვა